17
V ლექცია სარჩევი T5. ლექსიკური სემანტიკა. მნიშვნელობის აღწერის მეთოდები ......................... 1 5.1 მნიშვნელობის აღწერის მოდელები ................................................................. 2 5.2 მნიშვნელობის აღწერა ლექსიკონში................................................................. 4 5.2.1 ლექსიკონის ტიპები ..................................................................................... 5 5.2.2 ლექსიკონის აგებულება ....................................................................... 6 5.2.3 მნიშვნელობის კლასიკური და სალექსიკონო დეფინიცია ............ 8 5.3 მნიშვნელობის პრაგმატული მოდელი .......................................................... 13 5. ლექსიკური სემანტიკა. მნიშვნელობის აღწერის მეთოდები ლექსიკური სემანტიკის კვლევის საგანი არის ლექსიკური მნიშვნელობა. ეს კი გულისხმობს ისეთი სახის მნიშვნელობას, რომელიც არ არის მიღებული კომპოზიციურად, .. ცალკეული ელემენტების მნიშვნელობათა კომბინაციის შედეგად. 1 ლექსიკური მნიშვნელობა დამახასიათებელია არა მხოლოდ ცალკეული სიტყვების, არამედ ბევრი მყარი შესიტყვებებისთვისაც, როგორიცაა მაგალითად kleiner Zeh (ფეხის ნეკი), Flinte ins Korn werfen (დანებება, ხელის აღება), grauer Star (კატარაქტა) – ასეთ შესიტყვებებს მრავალსიტყვიან ლექსემებსაც (Mehrwortlexeme) უწოდებენ. ლექსიკური მნიშვნელობა ეწოდება ასევე კონტექსტისგან დამოუკიდებელ, მენტალურ ლექსიკონში შენახულმნიშვნელობას. ლექსიკურ სემანტიკას ევალება ცალკეული ლექსემების მნიშვნელობათა აღწერა და ასევე ამ მნიშვნელობათა შორის ურთიერთმიმართების განსაზღვრა (როგორც ხედავთ, ლექსიკური სემანტიკის ერთ ნაწილს 3 ლექციაში – 4.1 და 4.2.2–ში უკვე გაეცანით). ამ ამოცანების შესასრულებლად საჭიროა პირველ რიგში განიმარტოს მნიშვნელობის ცნება. ეს კი დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული: ჯერ ერთი მნიშვნელობა კოგნიტიური/მენტალური ფენომენია და ამიტომ ჩვენთვის ნაკლებად არის ხელმისაწვდომი“, მეორე 1 თუმცა ეს დეფინიცია ნაკლებად მოქმედებს ისეთი შედგენილი სიტყვების შემთხვევაში, რომელთა პერიფრაზირება სირთულეს არ წარმოადგენს (Maschinenbaudas Bauen von Maschinen), ან .. კოპულატიურ, პარატაქსული სტრუქტურის რთულ სიტყვებთან, როგორიცაა dreizehn (‘drei+zehn’), süsssauer (‘süss und sauer’). ამ შემთხვევაში მაინც უნდა ვივარაუდოდ, რომ მათ გარკვეულწილად ერთიანიმნიშვნელობა აქვთ. 1

Vorlesung5

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: Vorlesung5

V ლექცია სარჩევი T5. ლექსიკური სემანტიკა. მნიშვნელობის აღწერის მეთოდები ......................... 1

5.1 მნიშვნელობის აღწერის მოდელები................................................................. 2 5.2 მნიშვნელობის აღწერა ლექსიკონში................................................................. 4

5.2.1 ლექსიკონის ტიპები ..................................................................................... 5 5.2.2 ლექსიკონის აგებულება ....................................................................... 6 5.2.3 მნიშვნელობის კლასიკური და სალექსიკონო დეფინიცია ............ 8

5.3 მნიშვნელობის პრაგმატული მოდელი .......................................................... 13

5. ლექსიკური სემანტიკა. მნიშვნელობის აღწერის მეთოდები

ლექსიკური სემანტიკის კვლევის საგანი არის ლექსიკური მნიშვნელობა.

ეს კი გულისხმობს ისეთი სახის მნიშვნელობას, რომელიც არ არის მიღებული

კომპოზიციურად, ე.ი. ცალკეული ელემენტების მნიშვნელობათა კომბინაციის

შედეგად.1 ლექსიკური მნიშვნელობა დამახასიათებელია არა მხოლოდ

ცალკეული სიტყვების, არამედ ბევრი მყარი შესიტყვებებისთვისაც,

როგორიცაა მაგალითად kleiner Zeh (ფეხის ნეკი), Flinte ins Korn werfen

(დანებება, ხელის აღება), grauer Star (კატარაქტა) – ასეთ შესიტყვებებს

მრავალსიტყვიან ლექსემებსაც (Mehrwortlexeme) უწოდებენ. ლექსიკური

მნიშვნელობა ეწოდება ასევე კონტექსტისგან დამოუკიდებელ, მენტალურ

ლექსიკონში „შენახულ“ მნიშვნელობას.

ლექსიკურ სემანტიკას ევალება ცალკეული ლექსემების მნიშვნელობათა

აღწერა და ასევე ამ მნიშვნელობათა შორის ურთიერთმიმართების განსაზღვრა

(როგორც ხედავთ, ლექსიკური სემანტიკის ერთ ნაწილს 3 ლექციაში – 4.1 და

4.2.2–ში – უკვე გაეცანით). ამ ამოცანების შესასრულებლად საჭიროა პირველ

რიგში განიმარტოს მნიშვნელობის ცნება. ეს კი დიდ სირთულეებთან არის

დაკავშირებული: ჯერ ერთი მნიშვნელობა კოგნიტიური/მენტალური

ფენომენია და ამიტომ ჩვენთვის ნაკლებად არის „ხელმისაწვდომი“, მეორე

1 თუმცა ეს დეფინიცია ნაკლებად მოქმედებს ისეთი შედგენილი სიტყვების შემთხვევაში, რომელთა პერიფრაზირება სირთულეს არ წარმოადგენს (Maschinenbau→das Bauen von Maschinen), ან ე.წ. კოპულატიურ, პარატაქსული სტრუქტურის რთულ სიტყვებთან, როგორიცაა dreizehn (‘drei+zehn’), süsssauer (‘süss und sauer’). ამ შემთხვევაში მაინც უნდა ვივარაუდოდ, რომ მათ გარკვეულწილად „ერთიანი“ მნიშვნელობა აქვთ.

1

Page 2: Vorlesung5

მხრივ ის ასევე რთული ფენომენიცაა – ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს, რაც მის

ცალსახა, სრულყოფილ დეფინიციას შეუძლებელს ხდის. როემერის და მაცკეს

მიხედვით (2005: 113) სიტყვის მნიშვნელობის განმარტებისას სულ ცოტა 5

ასპექტი მაინც უნდა გავითვალისწინოთ:

1. დენოტატი (აღსანიშნი საგანი, მოვლენა, ფაქტი = ექსტენსია)

2. უზუალური (აბსტრაქტული, კონტექსტზე დამოუკიდებელი) ცოდნა

დენოტატის შესახებ (=ინტენსია)

3. მნიშვნელობის მიმართება ენის მომხმარებლებთან (მოსაუბრეებთან,

მსმენელებთან)

4. ენის გამოყენების სიტუაცია (საკომუნიკაციო გარემო)

5. ენობრივი სისტემა, რომელიც კომუნიკაციისას გამოიყენება.

5.1 მნიშვნელობის აღწერის მოდელები

მნიშვნელობის აღწერის მოდელები ერთმანეთისგან განსხვავდებიან იმის

მიხედვით, თუ დენოტატი (აღსანიშნი საგანი, მოვლენა, ფაქტი = ექსტენსია)

6. უზუალური (აბსტრაქტული, კონტექსტზე დამოუკიდებელი) ცოდნა

დენოტატის შესახებ (=ინტენსია)

7. მნიშვნელობის მიმართება ენის მომხმარებლებთან (მოსაუბრეებთან,

მსმენელებთან)

8. ენის გამოყენების სიტუაცია (საკომუნიკაციო გარემო)

9. ენობრივი სისტემა, რომელიც კომუნიკაციისას გამოიყენება.

დასახელებულთაგან რომელ ასპექტს ეთმობა მეტი ყურადღება. როემერი და

მაცკე (იქვე) გამოყოფენ მნიშვნელობის აღწერის ორ – ვიწრო და ფართო –

მოდელს. „ვიწრო“ მოდელები ძირითადად პირველ ორ და ბოლო ასპექტზე

ახდენენ კონცენტრაციას, ამ ტიპს შეიძლება მივაკუთვნოთ კლასიკური

დეფინიციები ლოგიკაში, მნიშვნელობის ლექსიკოგრაფიული აღწერა ან

მნიშვნელობის შემადგენელი კომპონენტების ლოგიკური ანალიზი.

მნიშვნელობის გაფართოებული მოდელები საპირისპიროდ მე3 და მე4

2

Page 3: Vorlesung5

ასპექტს უთმობენ მეტ ყურადღებას. ამ ტიპს მიეკუთვნებიან პრაგმატულ და

სტილისტურ თეორიებზე დაფუძნებული სემანტიკური კონცეფციები.

მნიშნელობის ვიწრო მოდელები ემყარებიან გერმანელი მათემატიკოსისა

და ლოგიკოსის, ფრეგეს, ცნობილ დიქოტომიას, რომლის მიხედვითათ

ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ აღსანიშნი ობიექტი (=ექსტენსია, ფრეგეს

ტერმინოლოგიით – „Bedeutung“) და ზოგადი ინფორმაცია მის შესახებ

(=ექსტენსია, ფრეგეს ტერმინოლოგიით – „Sinn“). მაგალითად გერმანული

სიტყვები ა) Streichhölzer და ბ) Zündhölzer ერთსა და იმავე საგანს – ასანთს –

აღნიშნავენ, თუმცა თითოეული მათგანი სხვადასხვა სახის ინფორმაციას

შეიცავს: ‘ა’ ხაზს უსვამს გამოყენების რაგვარობას (როგორ „ინთება“ ასანთი),

ხოლო ‘ბ’ – დანიშნულებას, ფუნქციას. ამის გარდა ერთ ინტენსიურ

მნიშვნელობას შეიძლება რამდენიმე ექსტენსიური მნიშვნელობა

შეესაბამებოდეს: მაგალითად სიტყვას Bundeskanzler სხვადასხვა დროს და

სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა ექსტენსია მნიშვნელობა შეიძლება

ჰქონდეს (ანგელა მერკელი (+2005), გერჰარდ შროდერი (1998–2005), ან

თანამედროვე ავსტრიის შემთხვევაში ვერნერ ფრაიმანი და ა.შ.), თუმცა მისი

ინტენსია – ზოგადი მნიშვნელობა ერთია: ‘ფედერაციული მთავრობის

მეთაური გერმანიასა და ავსტრიაში’.

მნიშვნელობის „ვიწრო“ მოდელების მიხედვით ინტენსია ყველა სახის

ცოდნას კი არ გულისხმობს, არამედ მხოლოდ ენობრივ ცოდნას. რომელიც

გამიჯნულია გარეენობრივი (ე.წ. ენციკლოპედიური) ცოდნისგან

გარემომცველი სამყაროს შესახებ.

მნიშვნელობის ფართო მოდელების შემთხვევაში კი სწორედ ეს

გარეენობრივი, განსაკუთრებით კი სოციალური, საკომუნიკაციო ცოდნაა

მოქცეული ყურადღების ცენტრში. ეს მოდელები მოიცავენ ინფორმაციას

მთქმელის ინტენციის/განზრახვის, საკომუნიკაციო სიტუაციის, სოციალური

გარემოს შესახებ.

მნიშვნელობის მოდელებს ორ (მე5 და მე6) ლექციას დავუთმობთ: მე5

ლექციაში განვიხილავთ როგორც „ვიწრო“ (ლექსიკოგრაფიულ), ასევე

„ფართო“ (პრაგმატულ) მოდელებს. მომდევნო ლექცია ისევ „ვიწრო“

3

Page 4: Vorlesung5

მოდელებს დაეთმობა: ვისაუბრებთ მნიშვნელობის შემადგენელი

კომპონენტების ლოგიკურ ანალიზზე – მახასიათებლების სემანტიკაზე.

5.2 მნიშვნელობის აღწერა ლექსიკონში

მნიშვნელობის სალექსიკონო აღწერა და ლექსიკონის შედგენა მრავალ

სირთულესთან არის დაკავშირებული. საილუსტრაციოდ შეგვიძლია

დავასახელოთ ამათგან რამდენიმე შედარებით მნიშვნელოვანი პრობლემა:

• როგორ უნდა შევარჩიოთ სალექსიკონო მასალა? რა სიტყვები უნდა

შევიტანოთ ლექსიკონში? აქ გასათვალისწინებელია, რა სიხშირით

გამოიყენება სიტყვები: ყველა ნეოლოგიზმის, დარგობრივი სიტყვის,

ჟარგონიზმის, დიალექტიზმის, არქაიზმის და მისთ. ლექსიკონში

შეტანა ვერ მოხერხდება. სიტყვის გამოყენების სიხშირის გამოთვლა

მოცემულ დროს კომპიუტერის მეშვეობით შესაძლებელია, თუმცა

მნიშვნელოვანია ასევე ლექსიკონის ადრესატის, მომხმარებლის

ფაქტორის გათვალისწინება, როგორი სახის სალექსიკონო ინფორმაციაა

მათთვის საჭირო და სხვ.

• როგორ გვესმის მნიშვნელობის ცნება? რა მეთოდებით შეიძლება

აღვწეროთ სიტყვის მნიშვნელობა? ადრესატის ფაქტორი აქაც ძალიან

მნიშვნელოვანია. როგორც წესი, ლექსიკონები შედარებით ფართო

პუბლიკაზეა გათვლილი, რაც მნიშვნელობის ფორმალურ აღწერას

გამორიცხავს.

• ძნელია ასევე მნიშვნელობის აღწერის, დეფინიციის სიზუსტე

შევათანხმოთ სიტყვის მნიშვნელობის განუსაზღვრელობასთან (შდრ.

4

Page 5: Vorlesung5

7.1), დასაზუსტებელია, რა სახით უნდა გამოვსახოთ სიტყვის

მრავალმნიშვნელოვნება, მნიშვნელობის სხვადასხვა ნიუანსი.

• როგორ უნდა გამოვსახოთ სიტყვის სიტყვის მნიშვნელობათა

სისტემური ურთიერთმიმართება? თუ სოსიურის შხედულებას (1931:

143) გავიზიარებთ, სიტყვის მნიშვნელობა (ღირებულება –Wert)

განისაზღვრება სწორედ სხვა სიტყვებთან, სიტყვათა ჯგუფებთან

სემანტიკური მიმართების შედეგად. შესაბამისად ეს ფაქტორი ძალიან

მნიშვნელოვანია. თანამედროვე ელექტრონული ლექსიკონებში ეს

მიმართებები ლექსიკურ ფონდში ჰიპერტექსტული ფორმით (შიდა

ლინკებით) არის წარმოდგენილი.

• ლექსიკური ცოდნის რა სფეროებს უნდა მოიცავდეს მნიშვნელობის

სალექსიკონო აღწერა? უნდა გავითვალისწინოთ თუ არა გრამატიკული,

ეტიმოლოგიური, პრაგმატული, სოციოლექტური ცოდნა?

• რა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ ლექსიკონის შედგენისას? როგორც

წესი ლექსიკოგრაფები ინდუქტიურ მეთოდს იყენებენ: სიტყვის შესახებ

ინფორმაციას მოიპოვებენ ერთი ან რამდნიმე ენობრივი კორპუსიდან

(ტექსტების კორპუსიდან), რაც დღეისთვის ჩვეულებრივ ელექტრონი

სახით არის დამუშავებული და დახარისხებული. (შდრ. რომერი და

მაცკე 2005: 118, 119)

5.2.1 ლექსიკონის ტიპები

როდესაც მნიშვნელობის სალექსიკონო აღწერაზე ვსაუბრობთ, უნდა

გავითვალისწინოთ ასევე, რომ ლექსიკონების ძალიან ბევრი ტიპი არსებობს.

პირველ რიგში ერთმანეთიგან უნდა გავმიჯნოთ ენობრივი და საინფორმაციო

(დარგობრივი და ენციკლოპედიური) ლექსიკონები. ამის გარდა

ლექსიკონების კლასიფიკაცია შესაძლებელია კიდევ რამდენიმე კრიტერიუმის

მიხედვით: აღწერილი ენების რაოდენობის მიხედვით განასხვავებენ

ერთენოვან, ორენოვან და მრავალენოვან ლექსიკონებს; ლექსიკური ფონდის

ტიპის მიხედვით – დიალექტების, სასაუბრო ენის, სალიტერატურო

(სტანდარტული) ენის, სოციოლექტურ (მაგ. ახალგაზრდული ჟარგონის),

5

Page 6: Vorlesung5

სასაუბრო ენის, ძირითადი სასაუბრო ლექსიკის (Grundwortschatz),

თანამედროვე ენის, ძვ. ზემოგერმანულის, საშ. გერმანულის და მსგ.

ლექსიკონებს; აღწერილი ენობრივი ნიშნების დონეების (იხ. Error! Reference

source not found.) მიხედვით – ორთოგრაფიულ, ორთოეპიურ,

მორფოლოგიურ, განმარტებით და მისთ. ლექსიკონებს; აღწერილ ნიშანთა

ურთიერთმიმართების მიხედვით – ცნებების, ომონიმების, სინონიმების,

ანტონიმების და მსგ. ლექსიკონებს; მეთოდური, თეორიული საფუძვლების

მიხევით – სემასიოლოგიურ, ონომასიოლოგიურ, სინქრონულ, დიაქრონულ,

ეტიმოლოგიურ ლექსიკონებს; ლექსიკონის ადრესატთა მიხედვით სასკოლო,

დიდაქტიკურ, პროფესიულ და ა,შ. ლექსიკონებს; დაბოლოს ლექსიკონები

შეგვიძლია განვასხვაოთ სიტყვათა სტრუქტურირების მიხედვით –

სალექსიკონო ერთეულები შეიძლება იყოს დალაგებული სისტემურად,

ანბანურად, ასევე ბუდეების (შემადგენელი მორფემების) მიხედვით.

(დაწვრილებით ლექსიკონების კლასიფიკაცია შეგიძლიათ ნახოთ შლეფერთან

2008: 109).

მაგალითისთვის დუდენი (2001) (Bedeutungswörterbuch) ამ კლასიფიკაციის

მიხედვით იქნება ერთენოვანი, თანამედროვე ენის, განმარტებითი,

სემასიოლოგიური, სინქრონული, ანბანურად, დალაგებული ლექსიკონი.

9.2.2 ლექსიკონის აგებულება

beeinflusst von engl. swindlerÿ= Beträger] (abwertend): 1. jmd., der schwindelt (2): dem alten S. glaube ich bald gar nichts mehr. 2. jmd., der andere um des eigenen Vorteils willen u. zu deren Schaden täuscht; Betrüger: Hochstapler und andere S. გამ. 5.1: სალექსიკონო სტატია, უნივ. დუდენში (2003)

ნებისმიერი ლექსიკონი სხვადასხვა სახის წინასიტყვაობებისა და

ინსტრუქციების გარდა მოიცავს

ძირითად ნაწილს, რომელიც

შედგება სალექსიკონო სტატიების–

გან. სალექსიკონო სტატია თავის

მხრივ ორი ნაწილისგან შედგება:

სალექსიკონო ერთეულისგან,

რომელსაც ლექსიკოგრაფიაში

ლემას უწოდებენ და აღწერითი

6

Page 7: Vorlesung5

ნაწილისგან, სადაც წარმოდგენი–ლია ინფორმაცია სალექსიკონო ერთეულის

შესახებ. წარმოდგე–ნილი ინფორმაცია შეიძლება სხვადასხვა სახის იყოს, იმის

მიხედვით, თუ რომელ ტიპს მიეკუთვნება ლექსიკონი: ორენოვან ლექსიკონში

ეს იქნება უცხოენოვანი შესატყვისი/შესატყვისები, სინონიმურ ლექსიკონში

სინონიმების ჩამონათვალი, დარგობრივ ლექსიკონში დარგობრივი

ინფორმაცია, ხოლო განმარტებით ლექსიკონში, რომელსაც ახლა

განვიხილავთ, ასევე სიტყვის დეფინიცია; თუმცა ნებისმიერი კარგად

შედგენილი განმარტებითი ლექსიკონი მხოლოდ დეფინიციით არ

შემოიფარგლება: აღწერითი ნაწილი მოიცავს ასევე გრამატიკულ,

ორთოგრაფიულ და ფონეტიკურ, უკეთეს შემთხვევაში ასევე ეტიმოლოგიურ

ინფორმაციებსაც. 5.1–ის შემთხვევაში გრამატიკული ინფორმაციებია:

მონაცემები სქესის, ნათესაობითი ბრუნვისა და მრავლობითი რიცხვის

ფორმების (der; -s, -) შესახებ, ფონეტიკური ინფორმაცია: მონაცემები

მარცვლალთა რაოდენობასა და საზღვრებთან (´|´ აღნიშნავს საზღვარს

მარცვალთა შორის), ასევე მახვილთან და აქცენტირებული მარცვლის სიგრძე–

სიმოკლესთან დაკავშირებით (ქვეშმიწერილი წერტილი მიუთითებს, რომ

მახვილი მოდის პირველ, მოკლეხმოვნიან მარცვალზე; რაც შეეხება

ეტიმოლოგიურ ინფორმაციას, ის მოთავსებულია კვადრატულ ფრჩხილში.

ამავე დროს უნდა გათვალისწინებული იყოს სიტყვის

მრავალმნიშვნელოვნების სხვადასხვა ნიუანსი. უნივერსალური დუდენი

მრავალმნიშვნელოვნების 4 დონეს გამოყოფს: პირველი დონე აღნიშნულია

რომაული, მეორე – არაბული ციფრებით, მესამე დონე – ლათინური, ხოლო

მეოთხე – ბერძნული ანბანის ასოებით. ამის გარდა სტატიებში ხშირად

წარმოდგენილია სალექსიკონო ერთეულის გამოყენების მაგალითები, მყარი

შესატყვისები, ფრაზები, სადაც ის გვხვდება და ასევე გარკვეული

პრაგმატული–სტილისტური ხასიათის ინფორმაცია, როგორიცაა

გამოსახულება 5.1–ის შემთხვევაში „abwertend“ – „დამამცირებლად“, რაც

სიტყვის მნიშვნელობის ნეგატიურ ელფერზე მიუთითებს: სასიამოვნო არ

არის, თუ ნახსენებ სალექსიკონო სიტყვას გიწოდებენ. სალექსიკონო

სტატიებში საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გვქონდეს ინფორმაციები, თუ

რომელი სოციალური ჯგუფის ლექსიკას მიეკუთვნება აღწერილი სიტყვა

7

Page 8: Vorlesung5

(დუდენში მაგ. jugendspr., jägerspr.), ისტორიული მარკირებასთან

დაკავშირებული მონაცემები (veraltet, veraltend).

ამ თავისებურებების გათვალისწინებით რომერის და მაცკეს

თვალსაზრისი, რომ მნიშვნელობის სალექსიკონო აღწერა „ვიწრო მოდელებს“

მიეუკუთვნება, მხოლოდ ნაწილობრივ თუ არის მართებული. „ვიწრო

მოდელებს“ მიეკუთვნება უფრო მნიშვნელობის დეფინიცია და არა სტატიის

მთელი აღწერითი ნაწილი. თუ როგორი შეიძლება იყოს დეფინიცია ამას

ქვემოთ დაწვრილებით განვიხილავთ. ამისთვის საჭიროა, ასევე

მნიშვნელობის კლასიკურ, ლოგიკურ დეფინიციის თავისებურებებს

გადავავლოთ თვალი.

9.2.3 მნიშვნელობის კლასიკური და სალექსიკონო დეფინიცია

მნიშვნელობის კლასიკური დეფინიცია სათავეს ჯერ კიდევ

არისტოტელეს შრომებიდან იღებს. ის ეფუძნება შეხედულებას, რომ

გარკვეული დამახასიათებელი ნიშნების დასახელებით შესაძლებელია

საგანთა არსის განსაზღვრა. ამ კონცეფციით დეფინიციის მთავარი მიზანია

განსაზღვრება (დეფინიცია) განსასაზღვრი საგნის იდენტური იყოს.

ბუნებრივია ეს მხოლოდ პირობითად თუ არის შესაძლებელი, დეფინიციის

მიზანი თანამედროვე გაგებით არის უფრო რაიმე ცნების მნიშვნელობის

შეძლებისდაგვარად ზუსტი განსაზღვრება.

კლასიკური დეფინიცია შედგება ორი ნაწილისგან – 1. დეფინიენდუმი

(განსასაზღვრი ცნება) და 2. დეფინიენსი (თვითონ განსაზღვრება).

დეფინიენსი თავის მხრივ მოიცავს ცნების გვარის, სახეობის დასახელებას

(Genus proximum, გერმ. Arteinordnung), რომელიც ჩვეულებრივ რაიმე

ჰიპერონიმით არის წარმოდგენილი (ალექსანდრე←მამაკაცი←ადამიანი

←ცოცხალი არსება) და დეფინიენდუმის რამდენიმე ძირითად, არსებით

დამახასითებელ ნიშანს, რაც მას სხვა ცნებებისგან განასხვავებს. ამასთან

თითოეული მახასიათებლი უნდა წარმოადგენდეს დეფინიციის აუცილებელ

წინაპირობას, ხოლო ყველა ერთად – საკმარის წინაპირობას: მაგალითად

ცნება ქალის მახასიათებლებიდან –მდედრობითი, ზრდასრული, ადამიანი –

8

Page 9: Vorlesung5

თითოეული წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას, რადგან მათ გარეშე

სრულიად სხვა ცნებასთან გვექნებოდა საქმე, ამასთან სამივე ერთად

საკმარისია დეფინიციისთვის, სხვა ცნებებისგან გამიჯვნისთვის. გარდა ამისა

დეფინიცია ობიექტურ კრიტერიუმებს უნდა ემყარებოდეს, მაგალითად,

სიტყვა ხრამულის განმარტება ქართულ განმარტებით ლექსიკონში – წვრილი

გემრიელი თევზი ერთგვარი – დეფინიციად არ გამოდგება, რამდენადაც

გემრიელი სუბიექტური ცნებაა.

მნიშვნელობის კლასიკური დეფინიცია სქემატურად შეიძლება ასე

გამოისახოს (გამ. 5.2)

Definiendum= Definiens „Koffer“

Genus Proximum Differentia specifica (სახეობა) (მახასიათებლები)

‹konkretum› ‹aufklappbar› ‹mit Handgriff› ‹sachen aufnehmend› ‹behältnis›

Bedeutungsdefinition: ein Koffer ist ein Behältnis zum Aufnehmen von Sachen, der aufklappbar ist

und einen Handgriff hat.

გამ. 5.2: მნიშვნელობის კლასიკური დეფინიცია (როემერი და მაცკე 2005: 121)

კლასიკური დეფინიცია ზუსტი ლოგიკური სქემის ფარგლებში, მაგ.

მათემატიკური ცნებების განსაზღვრისას ძალიან კარგად ფუნქციონირებს,

თუმცა ბუნებრივი ენის შემთხვევაში მისი გამოყენება გარკვეულ

სირთულეებთან არის დაკავშირებელი. ერთ–ერთი მთავარი პრობლემა

(აუცილებელი) მახასიათებლების ამორჩევაა. მაგალითად რა შეიძლება იყოს

ჩემოდნის აუცილებელი მახასიათებელი? შეგვიძლიაა თუ არა ვუწოდოთ

შესაბამის ნივთს ისევ ჩემოდანი, როცა მას სახელური მომძვრალი აქვს, ან

როცა მას გამოვიყენებთ არა ტანსაცმლის ჩასალაგებლად, არამედ უბრალოდ

გარკვეული საგნების ზემოდან დასაწყობად (როგორც მაგიდას).

სირთულეებთან არის დაკავშირებული ასევე „სახეობის/გვარის“ (გენუს

პროქსიმუმის) დაზუსტება. გარკვეულ შემთხვევაში ერთი გამოსავალი

შეიძლება იყოს სიტყვების მეტყველების ნაწილების ტრადიციული

9

Page 10: Vorlesung5

სემანტიკური კლასიფიკაციის გამოყენება (1) (შდრ. როემერი და მაცკე, იქვე,

121–122):

(1) ა) არსებითი სახელები

კონკრეტული სახელები:

საკუთარი სახელები (ვაშლი, ჰაინრიხ ბიოლი)2

ნივთიერებათა სახელები (თოვლი, წყალი)

საზოგადო სახელები (ოჯახი, ჭურჭელი)

აბსტრაქტული სახელები:

პროცესი (ვაჭრობა, მიმდინარეობა)

თვისება (სისულელე, სილამაზე)

მიმართებები (მეგობრობა, მფლობელობა, მეპატრონე)

ბ) ზედსართავი სახელები

თვისებები (პატარა, ლამაზი)

მიმართებები (მონათესავე, შეყვარებული)

გ) ზმნები

ქმედება (მუშაობს, ყიდის)

პროცესი (ეცემა, წითლდება)

მდგომარეობა (ძინავს, წევს)

ცალკეული სემანტიკური კლასის გარდა საჭირო ხდება ასევე დამატებით

გარკვეული ჰიპერონიმის დასახელებაც: (2), (იხ. ასევე გამ 5.1 სახეობის ქვეშ

წერია როგორც მეტყველების ნაწილის სემანტიკური კლასი „konkretum“, ასევე

საზოგადო სახელიც: „behältnis“ - სათავსი.

(2) მოძრაობა: სირბილი, სიარული ...

ემოცია: შიში, სიძულვილი ...

2 აქ შეიძლება ცალკე ტიპად გამოიყოს გეოგრაფიული და პირთა სახელები.

10

Page 11: Vorlesung5

კლასიკური დეფინიცია მნიშვნელობის გამოიყენება სალექსიკონო აღწერის

დროსაც (3):

(3) Al|les|kle|ber, der: wasserfester Klebstoff, der die verschiedensten Materialien zusammenklebt. (დუდენი 2003), თუმცა მნიშვნელობის დეფინიცია ლექსიკონში ბევრად მრავალფეროვანია.

კლასიკურის გარდა შეიძლება გამოვყოთ დეფინიციის შემდეგი ნიმუშები

(გერმანული ლექსიკონების მაგალითზე):

• დეფინიცია პარაფრაზის მეშვეობით (რთულ სიტყვებთან – განმარტება

მისი შემადგენელი კომპონენტების მეშვეობით):

(4) Handelsorganisation: Organisation, die dem Hand dient.

• დეფინიცია სინონიმების ან ანტონიმების მეშვეობით (პარადიგმატული

დეფინიცია):

(5) allerwärts: überall; grün: unreif; dick: Ant. dünn.

• დეფინიცია საპირისპირო (კონტრადიქტორული) მნიშვნელობის

სიტყვის უარყოფის მეშვეობით

(6) frisch: nicht alt; lassen: nicht hindern.

• სიტყვის მნიშვნელობის განმარტება მის პრაგმატულ, სემანტიკურ ან

გრამატიკულ ფუნქციაზე მითითებით:

(7) dieser: bezieht sich auf jmdn., der sich in der Nähe befindet, alleräußerst: verstärkend für äußerst; als: drückt Vor- Gleich oder Nachzeitigkeit aus; du liebe Zeit!: drückt Verwunderung, Bestürzung oder Bedauern aus.

• განმარტება უფრო ზოგადი მნიშვნელობის სიტყით:

(8) Sprache: Kommunikationsmittel; hallo:Grußformel

• სიტყვის განმარტება აღსანიშნი საგნის ჩვენებით, სალექსიკონო

სტატიის შემთხვევაში განმარტება ილუსტრაციების, სქემების

მეშვეობით.

(9) Schere=

11

Page 12: Vorlesung5

ოსტენსიური დეფინიციები გვხდება სასწავლო ლექსიკონებში (მაგ.

ლანგეშაიდტის ლექსიკონებში), თუმცა ამის გარდა არსებობს

სპეციალური ილუსტრირებული ლექსიკონები (Bildwörterbücher).

• გარდა ამისა შეიძლება შეგვხდეს კლასიკური დეფინიციისა და

დასახელებული ნიმუშების შერეული ფორმებიც:

(10) Luftfahrtgesellschaft: Geschäftsunternehmen, das einen planmäßigen Flugverkehr unterhält; Fluggesellschaft. (კლას. + პარადიგმ. დეფინიცია)

დეფინიციის ნიმუშის არჩევა სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება იყოს

განპირობებული. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ადრესატის, ლექსიკონის

მომახმარებლის ფაქტორი: მაგალითად,. ოსტენსიური დეფინიციის არჩევა

ლანგეშაიდტში დიდაქტიკური/სასწავლო მიზნებით არის გამოწვეული

საერთოდ არც თუ იშვიათად დეფინიციის ტიპისთვის უპირატესობის

მინიჭება უბრალოდ სტილის საკითხია, თუმცა განმსაზღვრელი ფაქტორი

შეიძლება იყოს სიტყვის მორფოლოგიურ–სემანტიკური ხასიათიც.

მაგალითად დეფინიცია პარაფრაზის მეშვეობით გვხდება მოტივირებული

მნიშვნელობის რთულ სიტყვებთან (რომლის შემადგენელ ელემენტებს

საკუთარი მნიშვნელობა დაკარგული არ აქვთ): პარაფრაზით შეიძლება

ადვილად განვმარტოთ ნახსენები Handelsorganisation, ან Lederhose (Hose aus

Leder), თუმცა გაგვიჭირდება, განვმარტოთ სიტყვები Schneewittchen (ფიფქია),

Haudegen (im Kampf erfahrener Soldat), ან ქართული თავქუდმოგლეჯილი,

ასევე სიტყვები, რომელთა ერთ–ერთ კომპონენტის მნიშვნელობა ფართო

მომხმარებლისთვის შედარებით ნაკლებად არის ცნობილი

(Alzheimerkrankheit). გარდა ამისა დეფინიციის ტიპის არჩევა

დამოკიდებულია ლექსიკონის ტიპზეც, მაგ. პარადიგმული დეფინიცია

გვხდება სინონიმების ლექსიკონებში, ოსტენსიური დეფინიცია –

ილუსტრირებულ ან სასწავლო ლექსიკონებში და სხვ., განმარტებით

ლექსიკონებში არჩევანი ბევრად უფრო თავისუფალია.

მნიშვნელობის სალექსიკონო აღწერისას მთავარ პრობლემად მაინც

მნიშვნელობის დეფინიცია ან დეფინიციის ნიმუშის არჩევა კი არა, არამედ

მისი ერთგვარი წრიული ხასიათი რჩება. ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ

12

Page 13: Vorlesung5

გარკვეული სიტყვები შეიძლება შეგვხდნენ როგორც ლემის სახით, ასევე

მნიშვნელობის აღწერით ნაწილშიც. წრიულობის ტიპიური მაგალითი

შეიძლება იყოს ზმნების BEKENNEN, GESTEHEN, ZUGEBEN დეფინიცია 2001

წლის დუდენის განმმარტებით ლექსიკონში:

(11) bekennen: offen zugeben, eingestehen.

gestehen: eine Tat zugeben, bekennen.

zugeben: gestehen.

როგორც ხედავთ თითოეული სალექსიკონო სიტყვა სრულიად უმნიშვნელო

მოდიფიკაციით გვხდება სტატიის აღწერით ნაწილშიც. აქ

გათვალისწინებულია, რომ ლექსიკონის მომხმარებლისთვის რომელიმე

სიტყვის მნიშვნელობა მაინც უნდა იყოს ცნობილი.

5.3 მნიშვნელობის პრაგმატული მოდელი

პრაგმატული მოდელის მიხედვით სიტყვის მნიშვნელობა მხოლოდ მისი

სახელდებითი ფუნქციით არ ამოიწურება. ის მოიცავს ასევე საკომუნიკაციო,

სოციალური, ფსიქოლოგიური ხასიათის კომპონენტებს: რა სიტუაციაში

გამოიყენება სიტყვა, როგორია მოსაუბრეთა (ემოციური) დამოკიდებულება

მის მიმართ და მისთ. პრაგმატული თვალსაზრისით მნიშვნელობა

გულისხმობს ინფორმაციათა ერთობლიობას, რომელიც კომუნიკაციის

წარმატებით განხორციელებისთვის არის აუცილებელი. მნიშვნელობის

ცალკეული კომპონენტები სქემატურად შეიძლება ასე გამოისახოს (გამ. 5.3)

მნიშვნელობა

დენოტაციური კონოტაციური

ცნებითი ემოციურ–შეფასებითი სტილისტური სოციალური

გამ. 5.3: მნიშვნელობის კომპონენტები (შდრ. შიპანი 1992, რომერი, მაცკე 2005: 123)

13

Page 14: Vorlesung5

მნიშვნელობის თითოეული კომპონენტი შემდეგნაირად შეიძლება

განიმარტოს.

დენოტაციურ–ცნებითი მნიშვნელობა გულისხმობს, თუ რა ობიექტს

აღნიშნავს სიტყვა (ექსტენსია), ის მოიცავს ასევე „წარმოდგენას“, ცნებით

ინფორმაციას შესაბამისი ობიექტის შესახებ (ინტენსია).

ემოციურ–შეფასებითი მნიშვნელობა გულისხმობს ინფორმაციებს მთქმელის

(ემოციური, შეფასებითი) დამოკიდებულების შესახებ აღსანიშნი ობიექტის

მიმართ. მაგალითად ქვემოთ მოყვანილ ტექსტში (12), abkassieren და gnadenlos

გამოხატავენ ტექსტის ავტორის უარყოფით დამოკიდებულებას ავსტრიული

პოლიციისადმი. ემოციურ–შეფასებითი კომპონენტი შეიძლება არა მხოლოდ

კონტექსტური, არამედ ლექსიკური მნიშვნელობის ნაწილიც იყოს. ნეგატიურ

კომპონენტს შეიცავენ მაგალითად გერმანული სიტყვები Regime, Pfaffe, Amigo

(ვინც მაღალი თანამდებობის პირებთან ახლო ურთიერთობით ბოროტად

სარგებლობს), ხოლო სიტყვები geil, ätzend და მსგ. მთქმელის დადებით

განწყობას გამოხატავენ. რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ემოციურ–

შეფასებითი მნიშვნელობა დენოტაციად, სადაოა.

(12) Dass Österreichs Polizei, pardon: Gendarmerie, seit jeher ein besonders wachsames Auge auf all

diejenigen wirft, die mit ausländischen oder gar deutschen Autokennzeichen in der

Alpenrepublik unterwegs sind, ist allseits bekannt und wird immer wieder lautlos beklagt.

Abkassiert wird in nicht immer nachvollziehbarem Maße; die, die es hart trifft, empfinden es

gnadenlos; die die es tun, als inkonsequent.

Süddeutsche Zeitung 10./11.08.2002

კონოტაციის ბევრი დეფინიციის მიხედვით (დუდენი 2003, შიპანი 2008: 368)

ემოციურ–შეფასებითი კომპონენტი არის კონოტაციური და არა

დენოტაციური მნიშვნელობის ნაწილი.

კონოტაცია მოიცავს ინფორმაციებს სიტყვის გამოყენების სოციალურ–

კულტურული, ასევე ისტორიული წინაპირობების შესახებ: რომელი

სოციალური ჯგუფის მეტყველებაში შეიძლება შეგვხდეს შესაბამისი სიტყვა,

14

Page 15: Vorlesung5

მოძველებულია ის თუ თანამედროვე ლექსიკას მიეკუთვნება, რა სოციალურ–

საკოუმინაკაციო შეიძლება მისი გამოყენება და მისთ. მაგ. კონოტაციური

ინფორმაციაა, რომ სიტყვა tranchieren კულინარიულ მეტყველებას

მიეკუთვნება, სიტყვები ätzend, logo ახალგაზრდული მეტყველებისთვისაა

დამახასიათებელი, რომ სიტყვები abdienen, höchsteigen შედარებით

მოძველებულია, კონოტაციური ინფორმაციაა ასევე, თუ რა შემთხვევაში უნდა

გამოვიყენოთ ნაცვალსახელი Sie, გამოთქმა sehr geehrter Herr და სხვ.

კონოტაციურ მნიშვნელობას მიეკუთვნება ასევე სტილისტური მარიკირებაც:

ინფორმაციები სიტყვის სტილისტური „დონის“/“შრის“ (Stilschichten),

სტილისტური შეფერილობების (Stilfärbungen) შესახებ.

სიტყვისტური დონე/შრე მიუთითებს, თუ რა სახის მეტყველებაში,

საკომუნიკაციო გარემოში შეიძლება შეგვხდეს სიტყვა: ჩვეულებრივი,

ყოველდღიური მეტყველებისას, მაღალფარდოვანი, პოეტური

მეტყველებისას, ოფიციალური მეტყველებისას და სხვ. მსგავსი მნიშვნელობის

სიტყვები ერთმანეთისგან შეიძლება განსხვავდებოდეს სტილისტური დონის

მიხედვით, მაგ. სიკვდილის აღმნიშვნელი გერმანული სიტყვები:

(13) სტილისტური დონეები

მაღალფარდოვან–პოეტური die Seele aushauchen

ნორმალური, ნეიტრალური sterben

სასაუბრო aus sein, ins Gras beißen

სასაუბრო, ჟარგონული abkratzen

ვულგარული den Arsch zukneifen

სტილისტური შეფერილობა ძალიან ახლოს დგას შეფასებით–ემოციურ

მნიშვნელობასთან. ის გულისხმობს მთქმელის დამოკიდებულებას სიტყვის

დენოტაციური მნიშვნელობის მიმართ (14):

(14) სტილისტური შეფერილობები

ხუმრობანარევი verlängerter Rücken (Gesäss)

ირონიული neunmalklug (ვისაც თავი ზედმეტად ჭკვიანად მოაქვს)

გადაჭარბებული vor Ärger die Haare raufen (განრისხება)

15

Page 16: Vorlesung5

ევფემისტური3 Nullwachstum

განხილული მოდელის გარდა მნიშვნელობის ფართო, პრაგმატულად

ორიენტირებული აღწერა წარმოდგენილი აქვს ლიჩსაც (1981). მისი თეორიის

მიხედვით სიტყვის მნიშვნელობა შემდეგი კომპონენტებისგან შედგება:

• კონცეპტუალური (ცნებითი) მნიშვნელობა: სიტყვა „ქალის“ ცნებითი

მნიშვნელობა ლიჩის მიხედვით წარმოდგენილია მახასიათებლებით

[ადამიანი], [მდედრობითი სქესის], [ზრდასრული].

• კონოტაციური მახასიათელები: ნასწავლი, ისტორიულად ცვალებადი და

კულტურულად სპეციფიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური ხასიათის

დამატებითი ინფორმაცია სიტყვის შესახებ. მაგალითად. სიტყვა ქალის

კონოტაციური მახასიათებლები შეიძლება იყოს [დედობრივი

ინსტინქტის მქონე], [კარგი კულინარი], [იცვამს კაბას] [შვილების დედა]

[ფიზიკურად სუსტი მამაკაცთან შედარებით] და მსგ. გარკვეულ

კულტურებში „ქალის“ კონოტაციური კომპონენტები შეიძლება იყოს:

[ემოციური], [ირაციონალური] ან [არაპროგნოზირებადი ხასიათის].

• აფექტური მნიშვნელობა: ინფორმაცია მთქმელის ემოციური, შეფასებითი

დამოკიდებულების შესახებ აღსანიშნი ობიექტის მიმართ; ემოციურ–

შეფასებითი მნიშვნელობა (იხ. ემოციურ–შეფასებითი მნიშვნელობა).

• რეფლექსური ხასიათის მნიშვნელობა: იგულისხმება პოლისემური

სიტყვის მნიშვნელობათა ურთიერთგავლენა. რეფლექსური მნიშვნელობა

დამახასიათებელია ისეთი სიტყვებისთვის როგორიცაა მაგალითად die

Linke რომელიც აღნიშნავს როგორც მარცხენა ხელს, ასევე მემარცხენე

იდეოლოგიის პარტიას, ან ზედსართავი სახელი blau რომელიც აღნიშნავს

როგორ ლურჯს ისე მთვრალს და მისთ. T3 ევფემიზმი გულისხმობს სიტყვის მნიშვნელობის „შელამაზებას“. ევფემიზმებთან საქმე გვაქვს მაშინ, როდესაც ვცდილობთ სიტყვის მნიშვნელობის ნეგატიური, არასიამოვნო ან უხერხული მხარის ენობრივი საშუალებებით შენიღბვას. მაგ. Nullwachstum ეკონომიკურ სტაგნაციას, ზრდის შეჩერებას, ამდენად ნეგატიურ მოვლენას აღნიშნავს, თუმცა რთული სიტყვის კომპონენტით Wachstum მაინც ვცდილობთ ისეთი შთაბეჭდილება შევქმნათ, თითქოს ზრდასთან გვაქვს საქმე. ევფემისტური ხასიათისაა გერმ. Das Zeitliche segnen და ქართული გარდაცვალება სიკვდილის აღსანიშნავად ასევე სექსუალურ სფეროსთან დაკავშირებული სამედიცინო ტერმინოლოგია (Geschlechtsverkehr ausüben) და მისთ.

16

Page 17: Vorlesung5

• კოლოკაციური მნიშვნელობა: ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა

ლექსიკურ ერთეულებთან კომბინაციაში შეიძლება შეგვხდეს ყველაზე

ხშირად ესა თუ ის სიტყვა. მაგალითად არს. სახელი Entscheidung მხოლო

ზმნა treffen-თან კომბინაციაში აღნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას.

*Entscheidung fassen არამართებული, თუმცა ლოგიკურად დასაშვები

კომბინაციაა. ასევე ლოგიკურად დასაშვები, მაგრამ არამართებული

კომბინაციაა *Überlegungen machen (შდრ. Gedanken machen),

მართებულია - Überlegungen anstellen.

• თემატური მნიშვნელობა: როგორია სიტყვის ინფორმაციული

დატვირთვა ტექსტში: შეიცავს ნაცნობ/„თემატურ“, თუ ახალ/“რემატულ“

ინფორმაციას.

ლიჩის კონცეფციის გარდა, ფართო მოდელად შეიცლება ჩაითვალოს ლუდვიგ

ვიტგენშტაინის „ფილოსოფიური გამოკვლევების“ გავლენით შექმნილი

მნიშვნელობის თეორიები, რომელთა მიხედვით მნიშვნელობა არის

სოციალური ნორმა, კონვენცია, რომელიც ენობრივი ერთეულის გამოყენებას

უდევს საფუძვლად. ვიტგენშტაინის მიხედვით (1999: 262) მნიშვნელობა არის

„მისი გამოყენება ენაში“.

17